01 ოქტომბერი 2020,   20:24
ვრცლად
სტიქია ლაგოდეხში - სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად ზარალის დათვლა მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იქ, სადაც უხვმა ნალექმა ჯებირები დააზიანა, სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. პარალელურად, კომისია ზარალს ითვლის.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის სამაშველო ჯგუფები.

სოფელ მსხალგორში ორი დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა, დახოცილია შინაური ფრინველი, დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, განადგურებულია ვენახები.

დღის ამბები