11 აგვისტო 2020,   23:22
ვრცლად
ჭიათურაში, სოფელ დარკვეთის მოსახლეობამ არარსებული ინფრასტრუქტურა და ხელისუფლების არასწორი ქმედებები გააპროტესტა

ჭიათურაში, სოფელ დარკვეთის მოსახლეობამ ეკოლოგიური პრობლემები, არარსებული ინფრასტრუქტურა და ხელისუფლების არასწორი ქმედებები გააპროტესტა - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ახალი საქართველო" ავრცელებს.

მათი ცნობით, მაღალჩინოსნები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებს,  ტერიტორია დატოვოს და მათ გადასცენ.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, ისინი მთავრობასა და შესაბამის უწყებებს სამკვირიან ვადას აძლევენ, რათა ყველა პრობლემის მოგვარება დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მიმართავენ.

დღის ამბები