10 აგვისტო 2020,   20:20
ვრცლად
ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება - დარეგისტრირებულია 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების მისაღებად საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი საგამოცდო ცენტრი უკვე მზად არის.

პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. აბიტურიენტებისთვის სავალდებულო არ იქნება ნიღბები უშუალოდ მერხთან დაჯდომის შემდეგ, მანამდე ისინი რეგისტრაციას პირბადეებით გაივლიან. მანამდე მათ გაუზომავენ სიცხეს.

პროცესი წარიმართება რეკომენდაციების დაცვით. განსაზღვრულია ფართობი და ამ ფართობზე დასაშვებ პირთა რაოდენობა, ასევე, სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ბარიერით.

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი.

დღის ამბები