11 აგვისტო 2020,   22:23
ვრცლად
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა ახალი ცხოვრება ოფიციალური გახსნიდან 636 დღის შემდეგ ახალი ექსპოზიციებით დაიწყო

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა ახალი ცხოვრება ოფიციალური გახსნიდან 636 დღის შემდეგ ახალი ექსპოზიციებით დაიწყო. საუკუნის მომცველი, სამი ხელოვანის შემოქმედება ერთ სივრცეში განთავსდა. ადამიანის რაობის შესახებ სიტყვებით უთქმელ და ფერებით გამოხატულ იდეას დამთვალიერებელს გიორგი კუხალაშვილის ექსპოზიცია ახსენებს.

კიდევ ერთი საექსპოზიციო სივრცე მე-20 საუკუნის მხატვარ ანა შალიკაშვილის ნამუშევრებს დაეთმო. დარბაზში ფერწერული, გრაფიკული და ანიმაციური ფილმებისთვის შექმნილი ნახატების სერიები გამოიფინა.

ფონდიდან მუზეუმის კედლებზე გადაინაცვლა ქეთევან მაღალაშვილის უცნობმა ნამუშევრებმა. მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი ფერწერული ტილოები, რომლებიც რუსული აკადემიზმისა და რეალიზმის გავლენას განიცდის, შემოქმედის პარიზში გამგზავრებამდეა შექმნილი.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ცხოვრებას ახალი, ეროვნულ და მსოფლიო დონეზე განსაზღვრული რეგლამენტით განაგრძობს. 

 

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე, სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები