



რეგიონებში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ეცნობიან. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს წარუდგინეს.
ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან როგორც საკრედიტო, ასევე საგრანტო დახმარების მოცულობა.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის "ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.