04 დეკემბერი 2020,   22:11
ვრცლად
ჩხოროწყუსა და წალენჯიხას შორის არსებულ გორაკზე ხანძარია

სამეგრელოში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხას შორის არსებულ გორაკზე რამდენიმე ჰექტარზე ხანძარია. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. მისივე თქმით, ხანძარი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ადგილზე რამდენიმე კერის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა საღამოს სუსტი ხილვადობის გამო სამუშაოები შეწყვეტილია.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ცეცხლი მათ საცხოვრებელ სახლებსაც მოედება, თუმცა ადგილზე მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იქნება მობილიზებული.

დღის ამბები