04 დეკემბერი 2020,   22:34
ვრცლად
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიიდან ირანელი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის პასუხებს ელოდებიან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პაციენტი ირანის მოქალაქეა, რომელმაც მაღალი ტემპერატურით და ყელის ტკივილით კლინიკას ხუთ მარტს მიმართა. მან საქართველოს საზღვარი 22 თებერვალს გადმოკვეთა.

"პაციენტი ჩვენთან თვითდინებით შემოვიდა. სიცხე და ყელის ტკივილი დაფიქსირდა. ირანის მოქალაქეა, ველოდებით ანალიზების პასუხს, ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ბოქსირებულ პალატაში იმყოფება, დაკვირვების ქვეშ არის. დღეს სიცხე აღარ აქვს," - აცხადებს ევექსის კლინიკური მენეჯერი ბესო ბურჯალიანი.

ეს არის ერთადერთი პაციენტი, რომელიც ამ ეტაპზე ახალციხეში, სამედიცინო დაწესებულებაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

დღის ამბები