26 ნოემბერი 2020,   20:31
ვრცლად
სენაკში ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკში ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილობრივი მერიის წარმომადგენლის გოჩა ჭანტურიას ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საოჯახო ნივთებისა და ავეჯის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცეცხლის გაჩენის დროს ეზოში ოჯახის ერთი წევრი იმყოფებოდა. მისივე თქმით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დაზარალებულ ოჯახს მერია პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.

დღის ამბები