06 დეკემბერი 2020,   03:54
ვრცლად
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ქრთამის ბრალდებით დაკავებულ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი გოგიჩაიშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

"მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გიორგი გოგიჩაიშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. დაცვის მხარის მხრიდან მოთხოვნილი იყო ჯერ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება, ალტერნატივა გირაო, რაც სასმართლომ არ გაიზიარა, რადგან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთე მაღალია,"- აცხადებს პროკურორი ბექა ეჟიშვილი.

ამ წუთებში კიდევ ერთი მაღალჩინოსნის პროცესი მიმდინარეობს. ბორჯომის მერს ლევან ლიპარტიას გამოძიება ქრთამის აღებას და იარაღის უკანონო ტარებას ედავება. 

"წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიმდინარეობს აღკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა და დაცვის მხარის შუამდგომლობაა ნაკლებად მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შეფარდება, ვინაიდან დაპატიმრების საფუძველი არ არსებობს," - განმარტავს ლევან ლიპარტიას ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

 

დღის ამბები