27 იანვარი 2021,   09:01
ვრცლად
გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად პარტიული ინტერესებისთვის "თბილისის განვითარების ფონდიდან" დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

დღის ამბები