20 ივნისი 2026,   22:50
ვრცლად
ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს - წაღებულია 50 ლარამდე თანხა და 2 ქილა თაფლი

ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს. მძარცველებმა ტაძრის ეზოში მდებარე სასანთლის ფანჯარა გატეხეს, საიდანაც სასანთლეში შეაღწიეს.

წაღებულია 50 ლარამდე თანხა და 2 ქილა თაფლი. ეკლესიის მღვდელმსახურის ინფორმაციით, მძარცველები ტაძარში არ შესულან, მხოლოდ სასანთლე გაქურდეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები