25 ოქტომბერი 2020,   12:21
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთში “ლელო საქართველოსთვის" პირველი რეგიონული ოფისი გაიხსნა

ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთში “ლელო საქართველოსთვის" პირველი რეგიონული ოფისი გაიხსნა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მოძრაობა "ლელოს" მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარება და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა.

"რატომ ზუგდიდი? - ვთვლით, რომ ეს არის მომავალი კარიბჭე მსოფლიოში, ვგულისხმობ ანაკლიას და ანაკლიის ქალაქს, რომლის პროექტიც მზად არის და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე განახლდება მისი მშენებლობა. ეს არის ადგილი, სადაც უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა აფხაზეთთან მიმართებაში. ეს უნდა გახდეს ადგილი ქვეყნის აღმშენებლობის, წინსვლის და გამარჯვებების ადგილი. უახლოეს დღეებში სხვადასხვა ქალაქში გავხსნით ოფისებს, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მნიშვნელოვანი იყო პირველი ოფისი ყოფილიყო ქალაქ ზუგდიდში,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამ დროისთვის “ლელოს” ზუგდიდის ოფისში 200-მდე ადამიანია გაწევრიანებული.

დღის ამბები