09 აგვისტო 2026,   19:36
ვრცლად
ვის დაასახელებს წმინდა სინოდი საპატრიარქო კანდიდატებად? - დღევანდელ შეკრებაზე მღვდელმთავრებმა სამი პირი უნდა გამოარჩიონ

ვის დაასახელებს წმინდა სინოდი საპატრიარქო კანდიდატებად? - დღევანდელ შეკრებაზე მღვდელმთავრებმა სამი პირი უნდა გამოარჩიონ. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი სამებაში დაგეგმილი გაფართოებული კრების თარიღიც. მოგვიანებით სწორედ მათგან დასახელდება ქართული ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი.

წესდების თანახმად, ქვეყნის სამოციქულო ეკლესიამ 142-ე პატრიარქი 16 მაისამდე, გაფართოებულ კრებაზე უნდა აირჩიოს. ცნობილია ისტორიული დღის ადგილიც - ეს სამების საკათედრო ტაძარი იქნება. პატრიარქის ინიციატივით აშენებულ ტაძარში, გაფართოებული სხდომის ფარგლებში, 2 000 ადამიანი შეიკრიბება, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ.

პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან სინოდის წევრების ხმების უმრავლესობას, ანუ მინიმუმ 20 ხმას მოიპოვებს.

სინოდის სხდომა დღეს, საპატრიარქოში, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დღის ამბები