"დიდი ათის" ფინალურ შეხვედრაში, ბათუმელებმა ქუთაისის "არესი" 38:6 დაამარცხეს - სარაგბო კლუბი "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ჩემპიონი კლუბის შემადგენლობაში ორი ლელო გიორგი მარგალიტაძემ დადო, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი პიტერ უილიამსმა და თორნიკე გაბელაიამ აიღეს.
მარგალიტაძე შეხვედრის საუკეთესო მორაგბედაც აღიარეს.
"ბათუმმა" საქართველოს ჩემპიონის ტიტული არსებობის ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა.