მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ილსამაბადში საკუთარი წარმომადგენლების ვიზიტი გააუქმა, მან ირანისგან მოლაპარაკებების ახალი დოკუმენტი მიიღო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
ვიზიტის გაუქმების მიზეზად შტატების პრეზიდენტმა მგზავრობის დიდი დრო და მოლაპარაკებისთვის მათთვის მიუღებელი დოკუმენტი დაასახელა.
"როგორც იცით, გავაუქმეთ ისლამაბადში ვიზიტი. ჩვენ არ ვაპირებთ თვითმფრინავებში 15 საათის გატარებას და დოკუმენტის მიღებას, რომელიც არ არის საკმარისად კარგი. ასე რომ, ტელეფონით გვექნება კავშირი. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვირეკონ. ყველა კარტი ჩვენს ხელთაა, მათ პრაქტიკულად აღარც სამხედრო ძალა არ დარჩათ და აღარც ლიდერები. არ ვაპირებთ 15-16 საათი ვიმგზავროთ იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვისზეც არავის არაფერი სმენია, ამას უბრალოდ არ გავაკეთებდით. საინტერესოა, რომ ვიზიტის გაუქმებიდან 10 წუთში ახალი დოკუმენტი მივიღეთ ირანიდან, რომელიც ბევრად უკეთესია. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.