04 აგვისტო 2026,   01:04
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა - გამოიკითხა 20 ივნისს დაზარალებული მოწმე

დღეს, საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარის ერთი მოწმე, 20 ივნისის დაზარალებული გამოიკითხა.

გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ პროკურატურა გახარიას ვერ ედავება, რომ მან რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა.

"წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, დაზარალებული, რომელსაც უშუალოდ რეზინის ტყვიის გამოყენების შედეგად აქვს ზიანი მიყენებული. შესაბამისად, მოწმის ამ ჩვენებას ფიზიკურად ვერ ექნება რაიმე სახის კავშირი გიორგი გახარიას კონკრეტულ ბრალეულობასთან ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ვერც პროკურატურა თავისი ბრალის შესახებ დადგენილებაში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაც არსებობს ამასთან დაკავშირებით, ვერ ედავება მას, რომ გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა“, - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

                                                                                              

დღის ამბები