04 აგვისტო 2026,   09:38
ვრცლად
ოპოზიციური მოძრაობა "ნაბიჯის" დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს გამოკითხვაზე დღეს  დაიბარებენ - მას გაუპატიურებასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ, გამოძიება 137-ე მუხლით დაიწყო

აქტივისტ ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 137-ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ალბი კორძაია გუშინვე იქნა გამოკითხვაზე დაბარებული, რომელმაც აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოში დღეს ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.

რაც შეეხება, ლუკა ჭოხონელიძეს, მას გამოკითხვაზე დღეს დაიბარებენ.

ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ალბი კორძაიამ, სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა პოსტი, სადაც ჭოხონელიძეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, თუმცა არ ასახელებს, ვინ იყო მსხვერპლი. ფეისბუქ სტატუსში საუბარია ორგანიზაცია "ნაბიჯის" ოფისში მომხდარ სავარაუდო ფაქტზე, თუმცა ბრალდების ადრესატი "კურიერთან" საუბარში ძალადობას კატეგორიულად უარყოფს და ალბი კორძაიას მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

ოპოზიციური მოძრაობა "ნაბიჯის" დამფუძნებელმა, ლუკა ჭოხონელიძემ, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში უპასუხა და აცხადებს, რომ არავის მოსცემს საკუთარი ღირსების შებღალვის უფლებას. 

 

 

დღის ამბები