08 აგვისტო 2026,   19:33
ვრცლად
რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, თუმცა ჩვენ ვუყურებთ როგორც მათ მიზნებს, ასევე იმას, თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე - შალვა პაპუაშვილი

"რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, თუმცა ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ერთის მხრივ, ვუყურებთ, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას, მეორეს მხრივ, ვუყურებთ, თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ ახალი საკონსტიტუციო სარჩელი შეტანაზე საუბრისას სადაც, მისივე თქმით, ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს პარტია "ფედერალისტებიც" დაემატება."

"ვიცით, რომ დღეს ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგია ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამ კვლავ გაერთიანებული "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსის სახით ცდილობს, რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ.

კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ჩვენ გვქონდა მსჯელობა კონსტიტუციურ სარჩელზე, შესაბამისად, მეოთხე პარტიად დაემატება "ფედერალისტური პარტია" იქიდან გამომიდინარე, რომ იმ ორი მარტის დეკლარაციით კვლავ გაერთიანებული "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსის რეალური ლიდერები გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია - "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მაღალჩინოსნები," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები