18 ივნისი 2026,   19:12
ვრცლად
თვალთმაქცობა დაიწყეს რაღაც ეტაპზე, როგორც ამას 47 წლის განმავლობაში აკეთებდნენ, სრუტის ჩაკეტვა სურდათ, მაგრამ ამით ვერ დაგვაშანტაჟებენ - დონალდ ტრამპი ირანზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონს ვეღარ დააშანტაჟებს.

პარალელურად, ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარად მიდის და საკუთარ პოზიციებს ინარჩუნებენ.

"ირანზე დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცა რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს.

თვალთმაქცობა დაიწყეს რაღაც ეტაპზე, როგორც ამას 47 წლის განმავლობაში აკეთებდნენ, მათ სრუტის ჩაკეტვა სურდათ, მაგრამ ამით ვერ დაგვაშანტაჟებენ. ბევრი გემი მოემართება ტეხასისკენ და ლუიზიანაში შემოდის.

მსოფლიომ მიმდინარე მოვლენებს ფეხი აუწყო და შესაძლოა, ასეც გაგრძელდეს. ყველაფერი ძალიან კარად მიდის, ირანთან მოლაპარაკებები გვაქვს და დღის ბოლომდე სიახლეებს ველით. ჩვენ ჩვენს პოზიციაზე მყარად ვდგავართ", - განაცხადა დონად ტრამპმა.

მანამდე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის "საზღვაო ძალების" განცხადებით, მათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან არხში შეზღუდვები კვლავ აამოქმედეს და სრუტესთან ახლოს მყოფ ყველას გემს აფრთხილებენ, რომ სრუტეში არ შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი "მტრად" იქნებიან აღქმული. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება იქამდე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ირანის პორტების ბლოკადა არ მოიხსნება.

 

დღის ამბები