18 ივნისი 2026,   11:53
ვრცლად
ირანის მთავარი მომლაპარაკებლის განცხადებით, აშშ და ირანი "საბოლოო შეთანხმებისგან შორს არიან"

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შეთანხმების მიღწევამდე გრძელი გზა აქვთ გასავლელი - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა - წერს CNN-ი.

"მოლაპარაკებების დროს ზოგიერთ საკითხზე შეთანხმება მიღწეული იქნა, ზოგიერთზე კი - არა; საბოლოო შეთანხმებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ", - თქვა ღალიბაფმა.

ცნობისთვის, ირანმა შაბათს განაცხადა, რომ კვლავ დაკეტავს ჰორმუზის სრუტეს, რადგან აშშ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას აგრძელებს.

 

დღის ამბები