04 აგვისტო 2026,   08:37
ვრცლად
5 თვეში სამუშაოები მთლიანად დამთავრდება - მდინარე დიღმურაზე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო

სოფელ დიღომში საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო. სამშენებლო არეალში დროებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. ლითონის საავტომობილო ხიდის სიგრძე 64 მეტრია, რომლის ნაცვლად ახალი, უსაფრთხო რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდება.

სამუშაოები ხუთი თვის ვადაში დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონი ლარია.

"პირველი, რაც კეთდება ეს არის არსებული ხიდის დემონტაჟი და გაკეთდება ახალი პროექტი. ახალი პროექტით გათვალისწინებულია ასევე საფეხმავლო ტროტუარები, რომელიც არ არსებობდა აღნიშნულ ხიდზე, მხოლოდ ავტომობილებისთვის იყო განკუთვნილი.

პირველ რიგში, იმ ავტომობილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომლებიც ყოველდღიურად იყენებდნენ აღნიშნულ გზის მონაკვეთს, საჭირო და აუცილებელი იყო ამ პროექტის განხორციელება. 5 თვეში მთლიანად იქნება დამთავრებული სამუშაოები," - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

დღის ამბები