09 აგვისტო 2026,   08:50
ვრცლად
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულებები მსჯავრდებულებისთვის ამანათებს 8-9 აპრილს მიიღებენ - უწყება დასაშვები პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.

ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური დასაშვები საკვები პროდუქტების ჩამონათავლს აქვეყნებს:

"წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;

• ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი.

• ყველი - 2 კგ;

• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;

• პასკა - 2 ცალი

• წითელი კვერცხი-10 ცალი

უკრემო ნამცხვარი

• კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს", - აღნიშნულია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები