სრულიად საქათველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სინოდი დღეს მეორედ შეიკრიბება. მღვდელმთავრების შეკრება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მოწვევით იმართება.
როგორც ცნობილია, მიზანი იმ საორგანიზაციო საკითხების განხილვაა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში არ არის გაწერილი. იმსჯელებენ ტექნიკურ საკითხებზე და გაფართოებული კრების დეტალებზე, რომელზეც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ.