"მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ სლოვაკეთი მაღალ შეფასებას აძლევს ღია თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში", - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.
"ხაზი უნდა გავუსვათ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდ მოგვარებას და საქართველო ძირითად როლს თამაშობს ამ რეგიონის სტაბილიზაციაში. სლოვაკეთი მონაწილეობს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და დაინტერესებულები ვართ ინფრასტრუქტურის აშენებაში. საქართველოს აქვს სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე - აზიასა და ევროპას შორის, ტრანსპორტის სფეროში, ენერგომატარებლების სფეროში და საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ამიტომაც, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ამ ჭრილში მომავალშიც", - განაცხადა პეტერ პელეგრინიმ.