უკრაინაში ომი გრძელდება. უკრაინის ქალაქ კრიოვოი როგში რუსული მხარის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები.
ამავე დროს, ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 29 ადამიანი. წინასწარი შეფასებით, შემთხვევის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო. კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს.