ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს. თბილისსა და რეგიონებში ახალი ტარიფი ძლაში პირველი აპრილიდან შევა.
სამომხმარებლოსთან ერთად 5-6 თეთრით იმატა კომერციულმა ტარიფმაც. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა, თუმცა მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის სამი თვით გადავადების შესახებ.