"სემეკი" ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენის შესახებ იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
"სემეკის" პრესსპიკერის, ქეთი ბერიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ტარიფები განისაზღვრება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული სექტორისთვის.
"დღეს, კომისია საჯაროს ხდომაზე იმსჯელებს თბილისის ელექტრო მომწოდებელი კომპანიისა და "ეპ ჯორჯია" მიწოდებისათვის ელექტროენერგიისათვის სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე. ტარიფები დადგინდება, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის.
2025 წლის 29 დეკემბერს, კომისიამ დაადგინა, დროებითი ტარიფები, სამთვიან პერიოდზე, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიამ, კიდევ ერთხელ, დეტალურად გადახედა ტარიფში შემავალ კომპონენტებს და დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას გრძელვადიანი ტარიფების დადგენის შესახებ", - განაცხადა ქეთი ბერიკაშვილმა.