12 აგვისტო 2026,   09:46
ვრცლად
"ეს არის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ ის სულიერი საყრდენი, რომელმაც ჩვენ საუკუნეები გამოგვატარა" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმდჯომარე საქაღთველოს ეკლესიის წინააღმდეგ გარედან მართულ პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ფაქტობრივად არის "რელიგური ომი" საქართველოს სულიერისაყრდენის გამოსაცლელად, მსგავსი პროცესები კი, უკვე 22 წელია გრძელდება,

"მიზანი იგივეა, რაც ჯერ კიდევ 22 წლის წინ დაიწყო, 2004 წლის პატრიარქის ინტერვიუა, რომელიც გუშინ სოცქსელში გამოვაქვეყნე. იმ პერიოდში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ახალი მოსული ხელისუფლებაში, პატრიარქი გვაფრთხილებდა თუ რასთან გვქონდა საქმე. მაშინ იყო ანტიეკლესიური კამპანია, რომელიც გარედან იყო მართული. 

22 წელია ამას ვაკვირდებით ჩვენ, რომელსაც აქვს თავისი მიზანი, მიზანი კი არის იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს სულიერ საყრდენს ქართველი ხალხისთვის. ეს არის სინამდვილეში რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ ის სულიერი საყრდენი, რომელმაც ჩვენ საუკუნეები გამოგვატარა,"- ახცადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები