თბილისმა პარაძიუდოს მსოფლიო თასს უმასპინძლა. 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ქართულმა გუნდმა სულ 6 მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები საბა ბაღდავაძე და რევაზ ჩიკოიძე გახდნენ. ვერცხლის პრიზიორი ზვიად გოგოჭურია, ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი გამჯაშვილმა, ზურაბ ზურაბიანმა და ლევან გუგავამ მოიპოვეს. გამარჯვებულები პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ დააჯილდოვეს.
დაჯილდოების შემდეგ, "მსოფლიოს თასის" გამარჯვებულმა, რევაზ ჩიკოიძემ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
"ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ, საკმაოდ კარგი შეჯიბრი ჩატარდა. ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ ამ შედეგით. მადლობა ჩემს გულშემატკივარს", - აღნიშნა რევაზ ჩიკოიძემ.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ყველა მონაწილე ანიშნავს, რომ ღონისძიება უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული.
"უკვე მესამე წელია, რაც ჩვენს პარაძიუდოში ვმასპინძლობთ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს. მოხარული ვარ, რომ 27-ვე ქვეყანა აღნიშნავს, რომ უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული ეს ღონისძიება. ჩვენ უკვე შემოდგომაზე ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს, რითაც ისტორიაში მორიგ მნიშვნელოვან, ღირსეული ფურცელს ჩავწერთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.