სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძრისკენ პატრიარქის ნათლულები მიემართებიან.
მსვლელობა ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.
პირველი საყოველთაო ნათლობა 18 წლის წინ, 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. ამ დროისთვის კი საქართველოში პატრიარქის ნათლულის სტატუსს 50 ათასზე მეტი ადამიანი ატარებს. ეს უწმინდესის მრავალ ეროვნულ და საქვეყნო საქმეთაგან ერთ-ერთია. ტრადიციამ უამრავი ოჯახი გააერთიანა და შექმნა.