ადგილი შერჩეულია - ილია მეორეს სიონის ტაძრის საკურთხეველთან, მარცხენა მხარეს დაკრძალავენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია.
სამების ტაძარში კი, სადაც პატრიარქი გუშინ გადაასვენეს, 24 საათის განმავლობაში მომლოცველთა რიგი არ წყდება, მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.