10 აგვისტო 2026,   04:56
ვრცლად
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილ სახელმწიფო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი − ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − გელა გელაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − მარიამ ქვრივიშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი − კახაბერ გულედანი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი − ლაშა ხუციშვილი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი − მამუკა მდინარაძე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი − ანზორ ჩუბინიძე.

ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: საქართველოს პრეზიდენტს − მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს − შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს − კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს.

დღის ამბები