კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, მიხეილ ყაველაშვილი მივიდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კლინიკაში რჩება.
ცნობისთვის, კავკასიის მედიცინის ცენტრში, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მივიდნენ სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები. გარდა ამისა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია და საყურადღებოა, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება პაციენტის აბსოლუტურად მართვა და ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად დასტაბილურება.