შაბათს, დილით ადრე, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და საუდის არაბეთმა მათ ტერიტორიებზე შეტევების მოგერიების შესახებ განაცხადეს. ბაჰრეინმა კი, რეგიონში მიმდინარე ირანული თავდასხმების გამო, მოსახლეობას მოუწოდა, უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ თავი.
არაბთა გაერთიანებული საემიროები: დუბაის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ “წარმატებული ჩაჭრის“ შედეგად მიღებული ნამსხვრევები ქალაქის ცენტრში მდებარე შენობას მოხვდა, თუმცა ხანძარი არ ყოფილა და არავინ დაშავებულა.
საუდის არაბეთი: თავდაცვის სამინისტრომ შუაღამის შემდეგ საჰაერო თავდასხმების მცდელობის შესახებ განაცხადა. ცხრამეტი დრონი ჩაიჭრა, მათ შორის 16 აღმოსავლეთ რეგიონში. ასევე, ცენტრალურ ალ-ხარჯის რაიონის მიმართულებით გაშვებული იყო ერთი ბალისტიკური რაკეტა.
კატარი: თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული „სარაკეტო შეტევა“ ჩაჭრეს. ადგილზე მყოფმა CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ჩაჭრის ოპერაციის ხმები გაიგონეს. კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაზარალებული რაიონებიდან ხალხის ევაკუაციას ახორციელებენ.
ბაჰრეინი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეფოში ღამის 01:00 საათის შემდეგ სარაკეტო იერიშის გამაფრთხილებელი სირენები ხმა გაისმა, რამაც მოსახლეობას მოუწოდა, უახლოესი უსაფრთხო ადგილი ეძებნათ.
ომანი: პარასკევს საღამოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ის მთავრობის წევრებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში ჩართულებო არ არიან და მათ ოჯახებს, ომანის დატოვება უბრძანა.