ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში დანგრეული სახლების რაოდენობა გაიზარდა, ვინაიდან მეწყრული პროცესები აქტიურ ფაზაშია.
მისივე თქმით, გეოლოგების დასკვნის შემდეგ განისაზღვრება სამომავლო გეგმა.
"სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესები აქტიურია. გეოლოგებს დაემატათ სპეციალისტები და უკვე ადგილზე იკვლევენ დამატებითი ჯგუფები მიმდინარე პროცესებს. მონიტორინგ ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 24-საათიან რეჟიმში. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
დილის ინფორმაციით, გაიზარდა დანგრეული სახლების რაოდენობა, ვინაიდან აქტიური მიმდინარე პროცესები. ველოდებით, გეოლოგების საბოლოო შედეგს, რაც განსაზღვრავს სამომავლო გეგმას", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.