19 ივნისი 2026,   06:22
ვრცლად
ირანის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად, ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ირანის ქალაქ მინაბში, გაეროს შვილობილ გოგონათა სკოლებზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, - იტყობინება ირანული მედია, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო IRNA, ჰორმოზგანის პროვინციის გუბერნატორზე დაყრდნობით.

დარტყმების შედეგად, დაშავებულია კიდევ 45 ადამიანი, - იტყობინება The Guardian-ი ირანული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ რეპორტაჟზე დაყრდნობით.

ამასთან, ბრიტანულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ მინაბში “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” (IRGC) ერთ-ერთი ბაზა მდებარეობს.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი საჰაერო იერიშების შემდეგ, ქვეყანაში ინტერნეტი სრულად გაითიშა. დარტყმების შედეგების შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, მთავრობის მიერ კონტროლირებადი წყაროებიდან ვრცელდება.

დღის ამბები