19 ივნისი 2026,   06:17
ვრცლად
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტი უსაფრთხოდ არის

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ცოცხალია - იტყობინება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

ისრაელის და ამერიკის ავიაცია თეირანს ბომბავს. სამიზნე ათობით სამთავრობო ობიექტი და ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა. აფეთქების ხმა ისმის აიათოლა ალი ხამენეის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სამიზნეშია ამოღებული - ირანის სამხედრო დაზვერვის შტაბი. ისრაელური მედიის ცნობით მიმდინარე ოპერაციას უკვე ეწოდა კოდური სახელი "ლომის ღრიალი".

თავდასხმის ოფიციალურ მიზეზად პრევენციული ღონისძიება სახელდება. კერძოდ, ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის აღმოფხვრა.

დღის ამბები