პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო კამპანია "მასშტაბურად და უწყვეტად" შეაფასა, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნიდან მომდინარე, ამერიკელების სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის თავიდან აცილებისკენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს და ირანის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა:
"ირანის პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს ვეუბნები: დაუყოვნებლივ დაყარეთ იარაღი, თორემ გარდაუვალი სიკვდილი გელით. ირანელ ხალხს: თავისუფლების საათი ახლოვდება. დარჩით სახლებში და არ გახვიდეთ გარეთ, ქუჩები საშიშია. როდესაც დავასრულებთ, თქვენ თავად წარმართავთ თქვენს მთავრობას. ეს იქნება თქვენი ერთადერთი შანსი რეჟიმის დასამხობად”,-განაცხადა ტრამპმა.