19 ივნისი 2026,   06:19
ვრცლად
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია მასშტაბურია

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო კამპანია "მასშტაბურად და უწყვეტად" შეაფასა, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნიდან მომდინარე, ამერიკელების სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის თავიდან აცილებისკენ.

“ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მასშტაბურ და უწყვეტ ოპერაციას ატარებენ, რათა ხელი შეუშალონ ამ სასტიკ, რადიკალურ დიქტატურას, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკას და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ძირითად ინტერესებს“, - განაცხადა ტრამპმა ვიდეო განცხადებაში.

"ჩვენ ვაპირებთ მათი რაკეტების და მათი სარაკეტო ინდუსტრიის განადგურებას". - დასძინა ტრამპმა.

დღის ამბები