მექსიკის არმიამ, უსაფრთხოების ოპერაციის დროს, ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ცნობილი ნარკოკარტელის, "ხალისკოს ახალი თაობის" (CJNG) ლიდერი მოკლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, რომელიც ცნობილია როგორც "ელ მენჩო", სავარაუდოდ კვირას, გამთენიისას, ხალისკოს შტატში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს.
CJNG-ი თავისი თავდაპირველი გავრცელების არეალს ხალისკოს გასცდა და თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით მოღვაწეობს. მექსიკის მთავრობას "ელ მენჩოს" გარდაცვალება ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
BBC-ი წერს, რომ კვირა დღის განმავლობაში დაუდასტურებელი ცნობები ვრცელდებოდა მანქანების დაწვისა ხალისკოს და სხვა ადგილებში, შეიარაღებული პირების გამოჩენის შესახებ.
ადრე, აშშ-მ 15 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელოც "ელ მენჩოს" დაკავებაში დაეხმარებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა გაფრთხილება ჰალისკოს და ტამაულიპასის შტატებში, ასევე მიჩოაკანის, გერეროსა და ნუევო ლეონის ნაწილებში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეებისთვის და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.