19 ივნისი 2026,   03:49
ვრცლად
ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაზე შეღწევის მცდელობისას, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ფლორიდაში, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მოკლეს 20 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით პირი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ჩრდილოეთ ჭიშკართან შენიშნეს. მას ხელში ცეცხლსასროლი იარაღი და საწვავით სავსე კონტეინერი ეჭირა.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, აგენტებმა 20 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს მას შემდეგ, რაც მან ფლორიდის შტატის ქალაქ ვესტ პალმ-ბიჩში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს კურორტზე, უსაფრთხო პერიმეტრზე უკანონოდ შეღწევა სცადა.

თავად პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება.

 

წყარო: Reuters

დღის ამბები