19 ივნისი 2026,   06:10
ვრცლად
ბრიტანელი სამხედრო ექიმი, რომელიც TikTok-ის ვარსკვლავი გახდა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა - მისი ცხედარი ყაზარმაში იპოვეს

ბრიტანელი სამხედრო ექიმი, რომელიც TikTok-ის ვარსკვლავი გახდა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ცნობით, იორკშირის სამეფო პოლკის კაპრალი, ლუსი უაილდი 5 თებერვალს, უილტშირის შტატის ქალაქ უორმინსტერში, საკუთარ ყაზარმაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ძალა, რომელიც სინაზეში იყო გახვეული“ - ასე აღწერა 25 წლის გარდაცვლილი ქალი მისმა ძმამ საკუთარ განცხადებაში. მისმა პოლკმა კი, ქალის სხვების მიმართ დაუღალავი ზრუნვა შეაქო.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უაილდის გარდაცვალების გარემოებების შესასწავლად გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები