მთავრობის გადადგომის მოთხოვნით სტუდენტების საპროტესტო აქცია იმართება ირანში.
თეირანში შეკრებილები ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და დაპატიმრებული სტუდენტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე სტუდენტის დაკავების შესახებაც. ამასთან, აქცია იმართება ქალაქ ამირკაბირის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტშიც.