იაპონიაში მდებარე იჩიკავას ზოოპარკში ბინადარმა მაკაკამ, სახელად პანჩიმ ათასობით ადამიანის გული მას შემდეგ დაიპყრო, რაც მისი ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. მაკაკას თან რბილი სათამაშო აქვს და დღის ძირითად ნაწილს მასთან ერთად ატარებს.
ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ,დედისგან მიტოვებული პანჩისთვის რბილი სათამაშოს მიცემით, მას ჯგუფში ინტეგრაციასა და განვითარებაში დახმარებოდნენ.
ერთ-ერთი მომვლელის განცხადებით, იაპონური მაკაკების ნაშიერები დაბადებისთანავე ეჭიდებიან დედის სხეულს, რათა კუნთების ძალა განივითარონ. ასევე, რაღაცაზე ჩაჭიდებით, უსაფრთხოების განცდას იღებენ.