19 ივნისი 2026,   03:56
ვრცლად
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც მან ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში, რაც თეთრი სახლისთვის აშკარა დანაკარგია იმ საკითხში, რომელიც პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგია, რაც ტრამპის მეორე ადმინისტრაციამ განიცადა კონსერვატიულ უზენაეს სასამართლოში, რომელმაც გასულ წელს არაერთხელ დაუჭირა მხარი პრეზიდენტს იმიგრაციის, დამოუკიდებელი სააგენტოების ლიდერების გათავისუფლებისა და სამთავრობო ხარჯების ღრმა შემცირების შესახებ საგანგებო გადაწყვეტილებების სერიაში.

როგორც უზენაესმა მოსამართლემ ჯონ რობერტსმა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაწერა, 6 მოსამართლე 3-ის წინააღმდეგ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ტარიფები კანონს აღემატებოდა. თუმცა, სასამართლომ არ თქვა, რა უნდა მოხდეს უკვე აკრეფილ 130 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ტარიფებთან დაკავშირებით.

სასამართლოს თქმით, საგანგებო უფლებამოსილება, რომელზეც ტრამპმა დაყრდნობა სცადა, "არასრულია".

დღის ამბები