19 ივნისი 2026,   03:55
ვრცლად
მამაკაცი, რომელიც, ავსტრიის უმაღლეს მწვერვალზე შეყვარებულის მიტოვების გამო, მკვლელობის მუხლით იყო ბრალდებული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებული მთამსვლელი, რომელმაც 33 წლის შეყვარებული ავსტრიის უმაღლეს მწვერვალზე დატოვა, დამნაშავედ ცნეს. ახალგაზრდა ქალი გასულ წელს, "გროსგლოკნერის" მწვერვალზე ასვლისას, ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.

BBC-ის ცნობით, მამაკაცს, რომელიც, ავსტრიის კონფიდენციალურობის კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ თომას პ.-ს სახელით არის ცნობილი, ხუთთვიანი პირობითი მსჯავრი და 9 600 ევროს ოდენობის ჯარიმა მიესაჯა.

BBC-სთვის გაგზავნილ განცხადებაში სასამართლომ განმარტა, რომ თომას პ.-ს უმწიკვლო რეპუტაცია და საყვარელი ადამიანის დაკარგვა "შემამსუბუქებელ გარემოებებად" მიიჩნია.

ცნობისთვის, სასამართლო პროცესი 33 წლის ქალის გაყინვიდან ერთ წელზე მეტი ხსნის შემდეგ დაიწყო.

დღის ამბები