04 აგვისტო 2026,   02:58
ვრცლად
პოლიციის მობილიზება საქალაქო სასამართლოსთან - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პოლიციის მობილიზებაა.

უკვე რამდენიმე პროცესია, პოლიცია იცავს ტერიტორიას, რადგან დაზარალებულისა და ბრალდებულის ახლობლები ერთმანეთს ფიზიკურად არაერთხელ დაუპირისპირდნენ. მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც სამართალდამცველებმა 15 პირი დააკავეს.

პროცესზე დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

დღის ამბები