19 ივნისი 2026,   03:59
ვრცლად
მედია: ევროკომისია ავალდებულებს და დააკვირდება უკრაინას, რომ მიიღოს კანონი, რომელიც ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას უზრუნველყოფს

ევროკომისია ავალდებულებს და დააკვირდება უკრაინას, რომ მიიღოს კანონი, რომელიც ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ევროკომისიის წერილზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა "მეჟა" ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ერთსქესიანი ოჯახების რეგისტრაციის შესაძლებლობის ვალდებულება აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საკუთარ წერილზე საპასუხოდ მიიღეს.

უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ევროკომისია ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულების შესრულებას. ასევე საკითხს უკრაინის ხელისუფლებასთან ოფიციალური შეხვედრების დროს განიხილავენ.

დღის ამბები