დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ის, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაახლოებით 12 საათის წინ დააკავეს.
მედიის ცნობით, თანამდებობის სავარაუდო ბოროტად გამოყენება, ყოფილი პრინცის ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობის პერიოდს უკავშირდება, სანამ ის 2011 წელს თანამდებობიდან გადადგებოდა.
The Guardian-ის ცნობით, ის დიდი ხნის დანაშაულებრივ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. პოლიციის ცნობით, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გადასცა თავის მეგობარს, გარდაცვლილ ფინანსისტსა და სექსუალურ დამნაშავეს, ჯეფრი ეპშტეინს, როდესაც ის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა. მეფის ძმის დაკავება ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის უპრეცედენტო მოვლენაა.