19 ივნისი 2026,   03:55
ვრცლად
დონალდ ტრამპი ირანზე: შესაძლოა, შეთანხმებას მივაღწიოთ, ამას ალბათ, მომდევნო 10 დღეში გაიგებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოს" სხდომაზე ირანთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ირანთან დაკავშირებით ინფორმაცია მომდევნო ათი დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.

"შეიძლება მოგვიწიოს ერთი ნაბიჯით წინ წასვლა, ან შეიძლება არა. შესაძლოა, შეთანხმებას მივაღწიოთ. ამას, ალბათ, მომდევნო დაახლოებით 10 დღეში გაიგებთ," - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.

დღის ამბები